მიხეილ სარჯველაძე - სწორია, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობდეს - არ მგონია, ვინმეს ამაში სენსაციური ამბის დანახვის მიზეზი ჰქონდეს

რა თქმა უნდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პარტიულ ცხოვრებაში მონაწილეობას მიიღებს, მისი ავტორიტეტისა და მის მიმართ არსებული პატივისცემის გათვალისწინებით, ის ამ პროცესში ჩართული იქნება, რაც ნორმალურია, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ პარტიის განახლებულ წესდებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის გათვალისწინებით, პარტიის პოლიტიკური საბჭო პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პარტიის საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცებს.

ამასთან, როგორც სარჯველაძე აცხადებს, პარტიის წესდებაში შეტანილი ცვლილებები იმას არ ნიშნავს, რომ მოსალოდნელია სამთავრობო ცვლილებები.

სარჯველაძის შეფასებით, ინსტიტუციურად და ლოგიკურად სწორია, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობას იღებდეს და „ის, რაც ნორმალურია, დე იურე პარტიის წესდებაში აისახა“.

„არ მგონია, ვინმეს ამ ყველაფერში სენსაციური ამბის დანახვის მიზეზი ჰქონდეს. ახალი რედაქციის წესდებაში ასახულია, თუ რა ფუნქციის მატარებელი იქნება პარტიის საპატიო თავმჯდომარე. მასში სენსაციური და უცნაური არაფერია. ახალი სისტემა ლოგიკური და არგუმენტირებულია.

ზოგადად, როდესაც საპატიო თავმჯდომარის ინსტიტუტზე შევთანხმდით, გაანალიზება სჭირდებოდა თუ როგორ იქნებოდა გათვალისწინებული მმართველობის სტრუქტურაში. ეს მმართველობის სტრუქტურაში ზუსტად იმ სახით ჩამოყალიბდა, როგორც ეს წარმოდგენილია წესდებაში. იგივე კითხვა შეგიძლიათ ნებისმიერ სხვა სტრუქტურულ ერთეულთან დაკავშირებითაც დასვათ, თუ რატომ გააჩნია პარტიის პოლიტსაბჭოს თუ სხვა სტრუქტურას ესა თუ ის უფლებამოსილება. არ გაგაჩნიათ მიზეზი, რომ ამ ყველაფერში კონსპირაციების თეორიები ეძიოთ.

რა თქმა უნდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პარტიულ ცხოვრებაში მონაწილეობას მიიღებს, მისი ავტორიტეტისა და მის მიმართ არსებული პატივისცემის გათვალისწინებით, ის ამ პროცესში ჩართული იქნება, რაც არის ნორმალური“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი