ისრაელის თავდაცვის ძალები - ხან-იუნისში 40 ტერორისტის ლიკვიდაცია განვახორციელეთ

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში, მათმა ჯარებმა ღაზის სამხრეთში მდებარე ქალაქ ხან-იუნისში შეაღწიეს და 40 ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელეს.

თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ავიჩაი ადრეის განცხადებით, ქალაქში სხვადასხვა საბრძოლო საშუალება და მნიშვნელოვანი გვირაბის შესასვლელები აღმოაჩინეს.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, ღაზის ცენტრალური ნაწილის მაღაზის რაიონში, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დივერსანტების ჯგუფი გაანადგურა. ზღვიდან კი, ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალები თავს დაესხნენ სამხედრო ობიექტებს, საწყობებსა და სამხედრო-საზღვაო მანქანებს, რომლებსაც „ჰამასი“ ღაზაში იყენებდა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა