ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს

ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ტვ პირველის“ მიერ ჩემ შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. არც „ტერაბანკისა“ და არც სასტუმრო „ბილტმორის“ შესაძლო გასხვისების პროცესში ვყოფილვარ ჩართული, არც შუამავლობა გამიწევია და არც სიუჟეტში დასახელებულ პირებთან მქონია შეხვედრა ამ საკითხზე.

ბოლო წლებია საქართველოში ჩემი საქმიანობა ძირითადად სოციალურ პროექტებს უკავშირდება. მიუხედავად ამისა, როგორც ბიზნესმენს, კანონიერ საქმიანობასა და გარიგებებში მონაწილეობას არავინ მიკრძალავს.

არასოდეს დამიმალავს რომელიმე ბიზნესპროექტში ჩემი მონაწილეობა და არც მომავალში ვაპირებ ამის გაკეთებას. მით უმეტეს, საბანკო სექტორში საკუთრების ცვლილების გასაიდუმლოება შეუძლებელია — ასეთი გარიგება კანონით დადგენილ მარეგულირებელი სტრუქტურის მრავალსაფეხურიან შემოწმებას გადის და საჯაროა.

შესაბამისად, „ტერაბანკისა“ და სასტუმრო „ბილტმორის“ გასხვისების პროცესთან ჩემი სახელის დაკავშირება სრულიად უსაფუძვლოა და „ტვ პირველის“ მხრიდან სიცრუის მორიგ ტირაჟირებას წარმოადგენს.

(R)

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს