სომხეთის პარლამენტში პრემიერ ფაშიანინის გამოსვლაზე, რომელშიც მან ქვეყნის ევროპული საგარეო კურსი და მთავრობის 5 წლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა, ასევე სომხეთის საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ სომეხ ანალიტიკოს, მოძრაობა „თავისუფალი მოქალაქის“ თავმჯდომარეს, ჰოვსეპ ხურშუდიანს ესაუბრა.
- ბატონო ჰოვსეპ, სომხეთის ახალარჩეულ პარლამენტში გაიმართა სომხეთის პრემიერ ნიკოლა ფაშინიანის გამოსვლა.
პაშინიანის გამოსვლა ბევრი თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით კი იმით, რომ მან ამ გამოსვლაში სომხეთის საგარეო პოლიტიკაში მომხდარ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება, რაც ასევე შეეხება სომხეთის ეკონომიკას.
თქვენ როგორ შეაფასებდით სომხეთის პარლამენტში პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლას პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით?
- ფაშინიანის გამოსვლა მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით რომ მან, პრაქტიკულად, პარლამენტს სომხეთის მთავრობის სამოქმედო გეგმა წარუდგინა იმ 5 წლის განმავლობაში, რომლითაც სომხეთის ხელისუფლება იხელმძღვანელებს.
მის გამოსვლაში მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკაში დივერსიფიკაცია მომავალშიც გაგრძელდება. უახლოესი მომავლის დღის წესრიგშია სომხეთის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განცხადების ოფიციალურად შეტანა. რაც ძალიან კარგია.
მან ასევე ისაუბრა იმაზე რომ სომხეთის კონსტიტუციაშია შესატანი ცვლილებები, საუბარია კონსტიტუციის პრეამბულაში მთიან ყარაბაღზე არსებულ ჩანაწერზე, რაც მისი თქმით, ხელს უშლის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესების განვითარებასა და ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ამ თემაზე პრემიერის განცხადებებმა დატოვა იმის იმედი რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესი უახლოეს მომავალში დაჩქარდება.
სომხეთის საგარეო პოლიტიკაში დივერსიფიკაცია მომავალშიც გაგრძელდება. უახლოესი მომავლის დღის წესრიგშია სომხეთის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განცხადების ოფიციალურად შეტანა. რაც ძალიან კარგია
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემაში არსებულ ნაკლოვანებებსა და რეფორმების გატარების აუცილებლობაზე. მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია სასამართლო სისტემა გახდეს მეტად დამოუკიდებელი და ძლიერი. მაგრამ, როგორც ჩანს, იგი როცა ამაზე საუბრობდა, მას მხედველობაში ჰყავდა სასამართლო სისტემაში მომუშავე კორუმპირებული ადამიანები, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემაში არ უნდა იყვნენ.
თუ ეს გაკეთდა, კარგი იქნება, მაგრამ აქვე სათქმელია ისიც რომ ხელისუფლებამ დაიწყო სასამართლოს სისტემის მეტად კონტროლი, რაც კარგი ნამდვილად არაა.
რაც შეეხება ეკონომიკას, იმის გამო რომ ეკონომიკური მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია. მან ისაუბრა ეკონომიკაშიც ასევე მეტ დივერსიფიკაციაზე და ინვესტიციების დივერსიფიცირების აუცილებლობაზე. კარგია რომ ახალი და მაღალი ტექნოლოგიების დანერგვის დაწყებული ტენდენცია ფაშინიანის მმართველობისას შენარჩუნდება.
რასაც, ხელს შეუწყობს ევროკავშირის წევრობის მიმართ ხელისუფლების მკაფიოდ გაცხადებული პოლიტიკა, რაზეც ისაუბრა პრემიერმა ფაშინიანმა.
- ევროკავშირთან დაკავშირებით მან თქვა, რომ სომხეთი ჯერ განცხადებას შეიტანს ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანებაზე და ამის შემდეგ ამ საკითხზე სომხეთში ჩატარდება რეფერენდუმი...
- დიახ, ასეთი უნდა იყოს თანმიმდევრობა. მას შემდეგ რაც ევროკავშირი სომხეთის განაცხადს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განიხილავს, ამის შემდეგ სომხეთის მთავრობას ექნება ევროკავშირის მიმართულებით მოძრაობის „საგზაო რუკა“.
პრემიერს პირდაპირ არ უთქვამს, რომ მას შემდეგ, როცა სომხეთს ევროკავშირისკენ მოძრაობის „საგზაო რუკა“ ექნება, საზოგადოებას კონკრეტულად ეცოდინება რა პერსპექტივები ექნება მას ევროკავშირში, ამის შემდეგ ჩატარდება რეფერენდუმი.
როცა სომხეთს ევროკავშირისკენ მოძრაობის „საგზაო რუკა“ ექნება, საზოგადოებას კონკრეტულად ეცოდინება რა პერსპექტივები ექნება მას ევროკავშირში, ამის შემდეგ ჩატარდება რეფერენდუმი
შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი ნაბიჯებით სომხეთის მთავრობა რეფერენდუმის შედეგებსაც წინასწარ შეამზადებს.
- მთავრობის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას ფაშინიანმა ყურადღება გაამახვილა სომხეთის საგარეო პარტნიორებზე, განსაკუთრებით კი აშშ-სომხეთის ურთიერთობებზე...
- ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი იყო ის, რომ წინა წლებში აშშ-სომხეთს შორის ურთიერთობებისას სომხეთში მოპარული თანხები სახელმწიფოს დაუბრუნდება.
მეტიც, ძალიან ბევრი სახელმწიფო საწარმოები და ახლად აღმოჩენილი საბადოები, ასევე სომხური ქსელები, რომლებსაც ოპოზიციონერი სამველ კარაპეტიანი ფლობდა, სახელმწიფოს გადაეცა.
ასევე მან თქვა, რომ აშშ-სომხეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანია „ტრამპის გზის“ აშშ-თვის იჯარით 49 წლით გადაცემის შემდეგ, „ტრამპის გზის“ 49% გადავა სომხეთის მფლობელობაში. ახლა ამ გზის მხოლოდ 26%-ია სომხეთის, დანარჩენი 74% ამერიკელების. ფაშინიანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს მოხდება სომხეთის მთავრობის მხრიდან დამატებითი ფინანსების ხარჯის გაწევის გარეშე. ამის შემდეგ სომხეთის იქნება 49%, ხოლო ამერიკელების 51%.
აშშ-სომხეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანია „ტრამპის გზის“ აშშ-თვის იჯარით 49 წლით გადაცემის შემდეგ, „ტრამპის გზის“ 49% გადავა სომხეთის მფლობელობაში. ახლა ამ გზის მხოლოდ 26%-ია სომხეთის, დანარჩენი 74% ამერიკელების. ფაშინიანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს მოხდება სომხეთის მთავრობის მხრიდან დამატებითი ფინანსების ხარჯის გაწევის გარეშე. ამის შემდეგ სომხეთის იქნება 49%, ხოლო ამერიკელების 51%
მისივე თქმით, უკვე არიან ინვესტორები, რომლებიც დაინტერესებული არიან „ტრამპის გზის“ ფარგლებში ინვესტიციები განახორციელონ ამ გზაზე გამავალ სხვადასხვა პროექტებში - გაზის, ნავთობის, ელექტროქსელების, ინტერნეტის კაბელების და ასე შემდეგ.
მისივე თქმით, ბევრი ინვესტორი ახლა თავს იკავეს ინვესტიციების განხორციელებისაგან, რადგან ახლა სომხეთში არსებული რკინიგზის კონსორციუმის მფლობელი რუსული კომპანიაა.
- თუ სწორად გავიგე, რუსეთს შესთავაზეს მის მფლობელობაში მყოფი კონსორციუმის მესამე ქვეყნის კომპანიისთვის გაყიდვა...
- დიახ, კონსორციუმი გაყინონ ისეთ ქვეყანაზე, რომელიც რუსეთისთვისაც და სომხეთისთვისაც მისაღები იქნება. იგულისხმება ყაზახეთი, რადგან ამ თემებზე მსჯელობისას არა ერთხელ ითქვა, სომხეთში არსებული რკინიგზის კონსორციუმით, შესაძლოა, ყაზახეთი იყოს დაინტერესებული.
ამჯერად ფაშინიანს არ უთქვამს, სავარაუდოდ, ვინ შეიძლება იყოს სომხეთის რკინიგზის კონსორციუმის მყიდველი. შესაძლოა, სხვა ქვეყანაც იყოს, მაგრამ, მე რატომღაც მგონია რომ ეს სწორედ ყაზახეთი იყოს.
პაშინიანმა სომხეთში არსებული რკინიგზის კონსერციუმის თემაზე საუბრისას თქვა რომ თუ ამ თემაზე რუსეთთან შეთანხმება ვერ შედგა, მაშინ სომხეთი გამოიყენებს სომხეთის კანონს და რუსეთს შესაძლებლობა ექნება მიმართოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს.
ფაშინიანმა სომხეთში არსებული რკინიგზის კონსორციუმის თემაზე საუბრისას თქვა რომ თუ ამ თემაზე რუსეთთან შეთანხმება ვერ შედგა, მაშინ სომხეთი გამოიყენებს სომხეთის კანონს და რუსეთს შესაძლებლობა ექნება მიმართოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს
- სავარაუდოდ, როგორ აღიქვა საზოგადოებამ ფაშინიანის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი მთავრობის სამოქმედო გეგმა?
- მთლიანობაში ნორმალურად. ზაფხული პოლიტიკური აქტიურობისთვის საუკეთესო სეზონი არაა, მაგრამ, რასაც მე თვალი მივადევნე, ხელისუფლების მხარდამჭერებმა ამ პროგრამას მხარი აქტიურად დაუჭირეს.
რაც შეეხება ხელისუფლების ოპონენტებს, მათ კი იაქტიურეს და ამ გეგმისადმი მკაფიოდ ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატეს.
- ფაშინიანის განცხადებებს ლამის მყისიერად გამოეხმაურა პუტინის პრეს-მდივანი პესკოვი, შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე და ექს-პრეზიდენტი მედვედევი.
მედვედევმა ფაშინიანს პრაქტიკულად, ულტიმატუმი წაუყენა და შეახსენა რომ - სომხეთი რუსეთისგან 1000 კბ გაზს 170 დოლარად იღებს და თუ ერევანმა საგარეო კურსი არ შეცვალა პრობლემები შეექმნება.
მისი განცხადებების ტონით თუ ვიმსჯელებთ კითხვა ასე უნდა დაისვას - რუსეთიდან ზეწოლის შემთხვევაში ფაშინიანი შეძლებს ხელისუფლების შენარჩუნებას?
- ახლა რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში ერთმნიშვნელოვნად შეინარჩუნებს. მე ამაში ეჭვი ერთი წამითაც არ მეპარება.
საქმე ისაა, რომ რუსეთს სომხეთზე ზეწოლის სულ მეტად ცოტა ბერკეტები აქვს.
- თქვენთან შეხმიანებამდე გავრცელდა ინფორმაცია სომხეთში ექსპრეზიდენტ რობერ კოჩარიანისა და მისი ვაჟის, დეპუტატ გაგიკ კოჩარიანის დაკავების შესახებ.
გავრცელებული ცნობით, მათი დაკავება ანტიკორუფციული კომიტეტის გადაწყვეტილებით განხორციელდა და 25 აგვისტოს დილით მათ ბინაში განხორციელდა ჩხრეკა.
დარწმუნებული ვარ, ფაშინიანის ოპონენტები მომხდარს ოპოზიციის დევნად შეაფასებენ. თქვენ როგორ აღიქვით მომხდარი და ამას როგორ შეაფასებს სომხური საზოგადოება?
- ჩემი აზრით, სომხეთის მოსახლეობის უმეტესობა კოჩარიანისა და მისი დეპუტატი ვაჟის დაკავებას პოზიტიურად აღიქვამს. საქმე ისაა, რომ სომხეთში კოჩარიანის მიმართ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.
ვფიქრობ, ამ ნაბიჯს რომ ფაშიანიანი დგამდა, სწორედ კოჩარიანისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას ითვალისწინებდა. თუ მანამდე ფაშინიანი ამას არ აკეთებდა, მოსკოვის რეაქციის ერიდებოდა, რასაც შეეძლო ქვეყნისთვის ზიანის მიყენება.
სომხეთის მოსახლეობის უმეტესობა კოჩარიანისა და მისი დეპუტატი ვაჟის დაკავებას პოზიტიურად აღიქვამს. საქმე ისაა, რომ სომხეთში კოჩარიანის მიმართ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს
კოჩარიანის დაკავება იმის ნიშანია, რომ რუსეთს სომხეთზე ზეწოლის ნაკლები ბერკეტები აქვს. გარდა ამისა, ცხადია, რომ გარე სამყაროდან ფაშინიანის მხარდაჭერა გაძლიერებულია. როგორც ჩანს, ამ გარემოებებით სარგებლობს ფაშინიანი და არ უნდა ხელიდან არ გაუშვას ოპონენტის დაკავებისთვის შექმნილი ხელსაყრელი პირობები.
ცხადია, ამ დაკავებით ფაშინიანი კიდევ უფრო დაასუსტებს სომხეთში არსებულ მეხუთე კოლონას. არჩევნებამდე ხელისუფლებამ დააკავა გაგიკ ცარუკიანი, ასევე სამველ კარაპეტიანი, რომელიც ციხეში არ ზის, ის შინაპატიმრობაშია.
კოჩარიანის დაკავება იმის ნიშანია, რომ რუსეთს სომხეთზე ზეწოლის ნაკლები ბერკეტები აქვს. გარდა ამისა, ცხადია, რომ გარე სამყაროდან ფაშინიანის მხარდაჭერა გაძლიერებულია. როგორც ჩანს, ამ გარემოებებით სარგებლობს ფაშინიანი და არ უნდა ხელიდან არ გაუშვას ოპონენტის დაკავებისთვის შექმნილი ხელსაყრელი პირობები
თუ კარაპეტიანი ისე არ მოიქცა, როგორც პრემიერ ფაშინიანს უნდა, არაა გამორიცხული მალე ისიც ციხეში აღმოჩნდეს.
- მალე რუსეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. რუსეთში ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვინც დარწმუნებული არაა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ პუტინი საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებს.
უკანასკნელი დღეებია რუსეთიდან საქართველოში ჩამომსვლელ მოქალაქეთა რიცხვმა იმატა. არაა გამორიცხული ეს ტურისტულ სეზონს უკავშირდებოდეს, მაგრამ ამას წინათ ერთი დღე-ღამის განმავლობაში რუსეთ-საქართველოს საზღვარი 20 ათასმა ადამიანმა გადმოკვეთა. როგორც ვიცი, თქვენთანაც ანალოგიური სიტუაციაა.
ამ თვალსაზრისით, თქვენთან რა ვითარებაა?
- მე პოზიტიურად ვაფასებ იმას, რომ რუსეთის მოქალაქეები უარს ამბობენ მონაწილეობა მიიღონ მათი ქვეყნის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში. რუსი მოქალაქეების საქართველოსა და სომხეთში ჩამოსვლა ორივე ქვეყნისთვის ადამიანური კაპიტალი და რესურსია.
- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ რუსეთიდან ჩვენს ქვეყნებში ჩამოსული ადამიანები ჩვენივე ქვეყნებში არსებულ მე-5 კოლონის რიგებს შეავსებენ და გააძლიერებენ?
- არა მგონია. ადამიანები, რომლებიც რუსეთიდან ომში მონაწილეობას გამოექცნენ, არა მგონია, რომ ჩვენთან პუტინის სასარგებლო პოლიტიკურ აქტივობებში მიიღონ მონაწილეობა.
მიჭირს რუსეთიდან ჩამოსულთა რიცხვის დასახელება, რადგან ახლა ტურისტული სეზონია და ძნელია იმის გაგება ვინაა ტურისტი და ვინ ომს გამოქცეული. მათი ჩამოსვლით ყველაფერი ძვირდება, მათ შორის უძრავი ქონებაც, მაგრამ ეს ეკონომიკისთვის კარგია.
ადამიანები, რომლებიც რუსეთიდან ომში მონაწილეობას გამოექცნენ, არა მგონია, რომ ჩვენთან პუტინის სასარგებლო პოლიტიკურ აქტივობებში მიიღონ მონაწილეობა
როცა პროდუქტები და უძრავი ქონების ფასი იზრდება, ეს იწვევს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროების განვითარებას. მათ შორის სოფლის მეურნეობის, ასევე სამშენებლო სექტორის.
სხვათა შორის, ტურისტების გამოც იზრდება სომხეთში სოფლის მეურნეობის იმპორტი. რამდენიმე დღის წინ სომხეთში სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის ზრდა დაფიქსირდა. ასე რომ, ეს სასარგებლოა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი