ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - ექიმმა თქვა, არ იცის, რომ მისი მეუღლე გარდაცვლილია და არ უნდა იცოდეს, რადაგან შეიძლება დაზიანებები მიიყენოსო

მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილის ადვოკატის, გიორგი მდინარაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, რომელიც კლინიკაში მკურნალობს, არ იცის, რომ მისი მეუღლე გარდაცვლილია.

მისი თქმით, გიორგი კავლელაშვილთან დეტალურად ჯერჯერობით არ უსაუბრია.

„ჩემს დაცვის ქვეშ მყოფთან საუბრის დეტალებზე ახლა ვერ გაგესაუბრებით, იმიტომ, რომ ჯერ დეტალურად არც გვისაუბრია. მოგეხსენებათ, გუშინ, ექიმის რეკომენდაციით მასთან საუბარი შესაძლებელი არ იყო. თვითონაც მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო. დანარჩენი კი, მის ფსიქიკურ შერაცხადობასთან, ქმედებასთან დაკავშირებით მთელი რიგი ექსპერტიზებია ჩასატარებელი, ასევე, საგამოძიებო საპროცესო მოქმედებები და საბოლოო ჯამში, ამის შემდეგ დადგინდება რეალობა", - განაცხადა გიორგი მდინარაძემ.

ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა არ იცის, რომ მისი მეუღლე გარდაცვლილია.

„ექიმმა თქვა ასე - არ იცის, რომ გარდაცვლილიაო და არ უნდა იცოდესო, იმიტომ, რომ შეიძლება მიიყენოს დაზიანებები და არის საშიში და საფრთხის მომცველიო", - განაცხადა გიორგი მდინარაძემ.

მისი თქმით, საქმეში ჩვენებები დევს, მათ შორის ბრალდებულის მამის, მოწმეების და მეზობლების. ადვოკატის განმარტებით, ფაქტის შემსწრე არავინ არის.

„მეზობლებთან თვითონ მივიდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და სასწრაფო მეზობლების მიერ არის გამოძახებული. [ბრალდებულის] მამა არ შესწრებია ფაქტს, სახლში იყო, სხვა ოთახში იყო, ეს არის ინფორმაცია“, - განაცხადა გიორგი მდინარაძემ და აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით კონფლიქტზე არავინ საუბრობს.

შეგახსენებთ, ვარკეთილში ცოლის, ქეთევან ედიბერიძის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ქმარს, გიორგი კავლელაშვილს საქართველოს პროკურატურამ ბრალდება გუშინ წარუდგინა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა