კახა კალაძე - გიორგი გახარია აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს

აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს გიორგი გახარია, - ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადება, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი გახარიას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო.

„საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს სამუშაო“,-განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, უღალატა თუ არა გიორგი გახარიამ გუნდს, კახა კალაძემ უპასუხა, რომ ყოფილმა პრემიერმა „ქართული ოცნების“ გუნდს უღალატა.

„რა თქმა უნდა, ღალატია, როდესაც ისეთ რთულ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც იყო, ის გადაწყვეტილება მიიღო. ვფიქრობ, საზოგადოებამ ეს ყველაფერი შეაფასა და არჩევნებზე ყველას შესაბამისი პასუხი გასცა, ასე იქნება მომავალშიც, საქართველოში მოღალატეები არ უყვართ, ეს არის ძალიან მარტივი", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერი, პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ახალარჩეულ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე