„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - მაინც ველით ლარის სეზონურ გაუფასურებას?

„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან ცნობილია.

„თიბისი კაპიტალის“ ცნობით, მიგრაციის ეფექტის ეტაპობრივი შემცირების მიუხედავად, წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესებულია.

„ამასთან, სესხებისა და დეპოზიტების სავალუტო კომპოზიციაში, როგორც ჩანს, იკვეთება სეზონური გაუფასურების მოლოდინები. კერძოდ, ბოლო პერიოდში, თვე-თვეზე გაანგარიშებით, ვალუტის დეპოზიტების ზრდა უფრო მეტია, საკრედიტო აქტივობის კუთხით კი, ლარი პრევალირებს. ისტორიულად, მსგავსი განვითარება ხშირად ლარის გაუფასურებას იწვევდა, თუმცა სადღეისოდ ეს ტენდენცია არ ჩანს. ამ მხრივ, ასევე საყურადღებოა, რომ სექტემბერ-ოქტომბრისგან განსხვავებით, როდესაც სებ-მა 155 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, ნოემბერში მართალია ინტერვენციები კვლავ ამავე მიმართულებით განხორციელდა, თუმცა ოდენობა უკვე საკმაოდ ზომიერი, მხოლოდ 15 მილიონი აშშ დოლარი იყო. ლარის სასარგებლოდ, საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარის გრძელვადიანი განაკვეთების გარკვეული შემცირებაც მოქმედებს. კერძოდ, 2023 წლის მე-4 კვარტალში, ლარში დენომინირებულ მთავრობის ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტების წილი აღარ შემცირებულა.

ლარის სეზონური მერყეობის მხრივ აღსანიშნავია, რომ მართალია სავალუტო შემოდინებების კუთხით სეზონურობის არგუმენტები არსებობს, თუმცა თუ ბაზრის მონაწილეების უმეტესობაც ასე ფიქრობს, სინამდვილეში გაცვლითი კურსის სეზონურობას ადგილი აღარ ექნება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს