ვოლოდიმირ ზელენსკი - არ მივცეთ რუსეთს კონფლიქტის გაყინვის შესაძლებლობა, არ მივცეთ ძლიერი კონტრშეტევისთვის მომზადების შესაძლებლობა - ჩვენი მიზნები  უკრაინულია, მაგრამ გეგმები პარტნიორების შესაძლებლობებს უნდა ემთხვეოდეს

არ შეიძლება რუსეთს კონტრშეტევის მომზადების შესაძლებლობა მივცეთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რიგაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“არ მივცეთ კონფლიქტის გაყინვის შესაძლებლობა. არ მივცეთ რუსეთს ძლიერი კონტრშეტევისთვის მომზადების შესაძლებლობა, ერთი წლის, ორი წლის, სამი წლის, ხუთი წლის განმავლობაში”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომი მანამდეა დასამთავრებელი.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ომის გაყინვის შემთხვევაში სანქციები, დროის განმავლობაში, შესუსტდება და გაჩნდება ახალი რიტორიკა: “რისთვისაა ახალი სასანქციო პაკეტი საჭირო თუ საბრძოლო ქმედებები არ არის?”

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი რევანშისთვის ემზადება, უკრაინა კი გეგმავს, რომ ეს არ დაუშვას. მისი თქმით, საჭიროა, რომ უკრაინის გეგმები პარტნიორების შესაძლებლობებს ემთხვეოდეს.

“ჩვენი მიზნები - უკრაინულია, მაგრამ გეგმები ჩვენი პარტნიორების შესაძლებლობებს უნდა ემთხვეოდეს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს