კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ დისტრიბუციისა და „რითეილ სექტორში“ განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში კონცენტრაცია გამოვლინდა, რომელიც სააგენტოსთვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარებოდა.

კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხებოდა - 2023 წლის 28 სექტემბერს, შპს „შარმ ტრეიდინგი"-სა და ფ/პ იოსებ თათარაშვილის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ ერთობლივ საწარმოს - შპს „ეს ეიჩ კავკასიას". შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კონცენტრაციის შეუტყობინებლობისთვის შესაბამის ეკონომიკურ აგენტს ჯარიმა დაეკისრა.

„სააგენტოს შეფასებით ფ/პ იოსებ თათარაშვილს აქვს კონტროლი შპს „სუფთა სახლზე". შესაბამისად, განხორციელებული კონცენტრაციის შესწავლის მიზნით, კონკურენტული გარემოს შეფასების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა შპს „შარმ ტრეიდინგის" და შპს „სუფთა სახლის" ეკონომიკური საქმიანობის გავლენა ბაზარზე.

სააგენტომ შეაფასა შესაბამისი ბაზარი როგორც იმპორტის, ასევე საბითუმო და საცალო მიწოდების დონეზე. რის შედეგადაც გამოიკვეთა შემდეგი: ბაზრის იმპორტის დონის მოცულობა შეადგენს 1 204 837 208 ლარს, კონცენტრაციის მაჩვენებელი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი HHI=192.9 ერთეულს, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის განხორციელების შემდეგ - ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი HHI=194.6. შედეგად, კონცენტრაციის ინდექსის ცვლილება ΔHHI=1.70. რაც შეეხება საბითუმო და ასევე საცალო მიწოდების დონეს, ამ შემთხვევაშიც ბაზარი დაბალკონცენტრირებულია და ინდექსი შეადგენს HHI = 458 და HHI = 648 ერთეულს.

აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით სააგენტომ განიხილა ერთობლივი საწარმოს დაფუძნების გზით განხორციელებული კონცენტრაცია და მისი თავსებადობა კონკურენტულ გარემოსთან, რის შედეგადაც, კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან დასაშვებად იქნა ცნობილი.

2023 წელს, კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 9 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.

ინფორმაციისთვის: სააგენტოსთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება - 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში