ქეთევან თურაზაშვილი ნათია თურნავას მიმართავს და იმედს გამოთქვამს, რომ ის პარლამენტში თებერვალში მივა

საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას მიმართავს და იმედს გამოთქვამს, რომ ის პარლამენტში თებერვალში მივა.

"მივმართავ ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტს ნათია თურნავას, ქალბატონო ნათია: უამრავი პენსიონერი ახალ წელს პრაქტიკულად მშიერი შეხვდა... ამ ადამიანებს არ ეზეიმებათ, რადგან მათი შემოსავლის ერთად ერთი წყარო პენსიაა, რომელიც ბანკს მიაქვს თაღლითური სქემით. თქვენ შეგიძლიათ სწორი გადაწყვეტილებით, შეუქმნათ ყველაზე დიდი საჭიროებების მქონე ადამიანებს ნამდვილი დღესასწაული.

ჩვენ, საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეებს“ გვაქვს მოლოდინი, რომ ინტერპელაციის წესით თქვენი ვიზიტი პარლამენტში თებერვლის თვის ბოლო პარასკევს მოხდება, რომელზეც შესაძლებლობა გვექნება ვრცლად განვიხილოთ საქართველოში პენსიონერი ადამიანების საჭიროებები და იმავდროულად თქვენგან მოვისმინოთ ინფორმაცია პრობლემის გადაწყვეტის რეალური გზების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის დროს ე.წ. საშეღავათო პერიოდის მიცემით, ბანკმა ცალმხრივად გადაწყვიტა პენსიონერების სესხები სამუდამოდ გაგრძელდეს, დიახ, სამუდამოდ, რადგან 80 წელს გადაცილებულ ადამიანს 5 და 6 წლით წამლისა და მკურნალობისთვის აღებულ სესხს რომ უხანგრძლივებ, ნიშნავს რომ მთელ დარჩენილ ცხოვრებას ხარკის გადახდას ავალდებულებ, ბოლო ლუკმას ართმევ...

გაგიზიარებთ ბოლო დღეებში მიღებულ რამდენიმე პირად შეტყობინებას, დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდვია.

მწერს ქალბატონი: „მქონდა სესხი აღებული რომელსაც 2021 წელში ვამთავრებდი ვინაიდან პირველი კოვიდის დროს 3 თვის პენსია მომცეს სრულად გადამიწიეს 3 წლით მე არც მესიჯი მომსვლია ამის თაობაზე არც დაურეკავთ ისე გადამიწიეს თურმე 3 წლით. კიდევ მთელი წელიწადი უნდა ვიხადო 70 ლარი“პენსიონერი თელავიდან: „ქალბატონო ქეთი 2010 წლის ნოემბერში ავიღე სესხი 1600 ლარი. ხელშეკრულება გაფორმდა და მოვრჩი ამ სესხის გადახდას აგვისტოში. ახლა გავარკვიე რომ კიდევ მქონია 900 ლარი გადასახადი და ეს გაგრძელდება 2025 წლამდე. მითხრეს რომ ჩემი სესხის აღების შემდეგ 2 თვეში ამიღია ახალი სესხი 202 ლარი. ამის საჭიროება არ მქონდა და ზუსტად ვიცი სესხი არ ამიღია. მაგრამ გამახსენდა რომ ერთხელ მივედი ბანკში პინკოდის ასაღებად. საერთოდ შიგნით არასდროს შევდივარ. ბანკომატიდან ვიღებ ჩემს პენსიას. პენსია არის 220 ლარი. როცა მივედი პინკოდის ასაღებად ოპერატორმა მითხრა - თქვენ შეგიძლიათ პენსიაც წინასწარ გაიტანოთო. როგორ, მერე პრობლემა არ იქნება მეთქი? არაო. ავიღე 2017 ლარი. ეს იყო 23 თებერვალს. 28 თებერვალს გარდამეცვალა მეუღლე. შემდეგ 16 მარტს ჩამერიცხა თანხა და ამიღია 215 ლარი ბანკომატიდან. გამიკვირდა, ვიფიქრე ლტოლვილთა სამინისტრომ ჩარიცხა, რადგან მეუღლე გარდამეცვალა და მქონდა განცხადება დაწერილი. აქ დავუშვი შეცდომა რომ არ გამოვიძიე რა თანხა იყო, მაგრამ ჩვენ ხომ პენსიონერები ვართ და ვენდობით ბანკს. რატომ ჩარიცხეს? მეგონა რომ მოვრჩიო ჩემს სესხს და კიდევ ორი წელი უნდა ვიხადო 900 ლარი. 2017 ლარი გამიხადეს 900 ლარად. როგორ მოვიქცე აღებული მაქვს მოტყუებით პენსია წინასწარ და არა სესხი.“

მწერს ქალბატონი თერჯოლიდან: „ჩვენს რაიონში თუ ოჯახში ორი პენსიონერია, ერთის პენსია მთლიანად ბანკს მიაქვს.მამაკაცი იმერეთიდან: „ვარ პენსიონერი,მეორე ჯგუფის ინვალიდი,საპენსიო სესხის ხელშეკრულება ბანკმა არ ამომიწერა, ვერ მოგცემთო, ადრე ვიღებდი პენსიას და პროცენტთან ერთად თავიც აკლდებოდა, ახლა ოთხი წელია მარტო პროცენტს მიხსნიან და ძირი არ აკლდება, არც გადაკეთებას მიკეთებენ.“

ამ ხალხს სჭირდება დროული პასუხი. პენსიონერების ძარცვა უნდა შეწყდეს", - აცხადებს ქეთევან თურაზაშვილი.

ქეთევან თურაზაშვილის განცხადებას პარტია „მოქალაქეები“ ავრცელებს.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა