გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებთან თანამშრომლობის დეკლარაცია გააფორმა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ორი წელია ახორციელებს სხვადასხვა პროექტს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების - მოსწავლეების, პედაგოგებისა და ხელმძღვანელების, გასაძლიერებლად. წლის ბოლოს ეს თანამშრომლობა დეკლარაციის გაფორმებით დაგვირგვინდა, - ამის შესახებ ნათქვამია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„უნივერსიტეტმა და სკოლებმა, ერთობლივი შეთანხმებით, შექმნეს საგანმანათლებლო სივრცე, კლასტერი განათლების საერთაშორისო და ევროპული ტრადიციებისა და ღირებულებების დასამკვიდრებლად და პრინციპით -„ძლიერი სკოლა-ძლიერი უნივერსიტეტი“, განაგრძეს თანამშრომლობა.

დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამ საქართველოსთვის ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, სულ უფრო მნიშვნელოვანი გახადა ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო საქმიანობის, მისი სასწავლო, სამეცნიერო-ტექნიკური, ინტელექტუალური, განზომილებების გაერთიანებისა და გაძლიერების აუცილებლობა, რომელიც შესძენს სტუდენტებსა და მოზარდ თაობას ცოდნას ახალი ათასწლეულის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად.

დეკლარაციას ხელი მოაწერა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 41 დირექტორმა, მათ შორის, თბილისის, ქუთაისის, საჩხერის, ზესტაფონის, ჭიათურის, თერჯოლის, წყალტუბოს, ჩხოროწყუსა და გორის კერძო და საჯარო სკოლებმა.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს:

1.ზოგადსაგანმანათლებლო (საჯარო/კერძო) სკოლების გაძლიერებას, სკოლის ხელმძღვანელების, ადმინისტრაციული პერსონალისა და მასწავლებლების პროფესიული ზრდის ხელშეწყობას, ტეხას ა&მ უნივერსიტეტთან და ევროპის სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად განხორციელებული პროექტებით;

2.სტუდენტებისა და მოსწავლეების საერთაშორისო პროექტებში ჩართვისა და მობილობის ხელმისაწვდომობის გააქტიურებას, საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის მისაღწევად;

3.მასწავლებლების, მეცნიერებისა და ადმინისტრაციული პერსონალის მიერ ევროპულ სივრცეში კვლევებზე, პედაგოგიურ მოღვაწეობასა და წვრთნაზე დაფუძნებული საქმიანობის გააქტიურებას;

4.მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობის გააქტიურებას, გამოცდილების გაზიარებასა და ევროპული მეთოდოლოგიების შემუშავებას;

5. სასწავლებლებს შორის სწავლების, წვრთნისა და კვლევების ინტეგრირებული პროგრამების შექმნას;

6, „ძლიერი სკოლა - ძლიერი უნივერსიტეტი“ პრინციპით მოზარდი თაობის პროფესიული ორიენტაციისა და არაფორმალური განათლების (მათ შორის, მოხალისეობრივი) პროექტების გაძლიერებასა და ხელშეწყობას;

დეკლარაციის ხელმოწერის საზეიმო ცერემონიაზე სკოლებმა მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტს ამ ინიციატივისა და დღემდე განხორციელებული პროექტებისათვის. სერვანტესის სახელობის სკოლა-გიმნაზიის „აია-ჯესის“ დირექტორმა - რუსუდან ბოლქვაძემ, ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მამუკა თავხელიძეს გადასცა სამახსოვრო საჩუქარი წარწერით: „საუკეთესო უნივერსიტეტს - გიმნაზია აია-ჯესისაგან“

დეკლარაციას მხარდაჭერა გამოუცხადა და შეუერთდა გრუნის პარტნიორი ტეხას ა&მ უნივერსიტეტი, რომელმაც უნივერსიტეტთან ერთად სკოლებისათვის მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა.

საზეიმო ცერემონიაზე უნივერსიტეტმა ორი ახალი პროექტი შესთავაზა დირექტორებს: სინერგიული ლიდერობის ტრენინგი და ინგლისური ენის პედაგოგების გადამზადების პროექტი, რომელსაც იანვრის ბოლოს ტეხას ა&მ უნივერსიტეტთან ერთად განახორციელებს.

ცერემონიის დასასრულს უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ დამდეგი ახალი წელი მიულოცა სკოლებს, ერთობლივი წარმატებული საქმიანობა უსურვა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

შეხვედრა საახალწლო წვეულებით დასრულდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში