ანე ფრანკის ჩანაწერების ახალი გამოცემის შეკვეთა დღეიდან არის შესაძლებელი - სიურპრიზი, რომელიც მკითხველს ელოდება

„კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ - პროექტის ფარგლებში გამოცემული პირველი წიგნის წინასწარი გაყიდვები დაიწყო. ანე ფრანკის წიგნი - „უკანა სახლი (დღიური წერილების სახით)“ სერიის პირველი და განსაკუთრებული გამოცემაა.

აღნიშნული წიგნი გამოკითხვის შედეგად 30 000-ზე მეტმა მკითხველმა შეარჩია. გამოცემა წიგნის მაღაზიების თაროებზე 19 თებერვლიდან გამოჩნდება, თუმცა 15 იანვრიდან ლიტერატურის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ, ის პირდაპირ სტამბიდან შეუკვეთონ და საჩუქრად მიიღონ ორი მოსაწვევი ახალი სერიის პრეზენტაციის დახურულ ღონისძიებასა და მის არაფორმალურ ნაწილზე, ღვინისა და ფურშეტის თანხლებით, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება. შეკვეთის განხორციელება შესაძლებელია „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე.

რატომ არის ანე ფრანკის დღიურის ეს გამოცემა განსაკუთრებული?

აღსანიშნავია, რომ წიგნს მკითხველი ქართულ ენაზე პირველად გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში გაეცნო. ის დღიურის ავტორი გოგონას მამის ოტო ფრანკის შემოკლებულ ვერსიას ეფუძნებოდა. ოტო ფრანკმა, რომელიც ოჯახთან ერთად ნიდერლანდებიდან მატარებლით აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს, გათავისუფლებიდან დაახლოებით 2 წლის შემდეგ ანეს ჩანაწერები შეკრიბა და ერთ წიგნად გამოსცა. თუმცა მან შვილის ტექსტი მორალურ-ეთიკური მიზეზებით შეამოკლა - ოტო ფრანკი ფიქრობდა, რომ ზო­გი­ერ­თი ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლებ­შიც მისი მო­ზარ­დი ქა­ლიშ­ვი­ლი საკ­მა­ოდ ხისტად ეხე­ბო­და კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებს, გუ­ლახ­დი­ლად მსჯე­ლობ­და ინტი­მურ თე­მებ­ზე და ა.შ., უხერ­ხუ­ლი და შე­უ­ფე­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. შესაბამი­სად, მკი­თხვე­ლამ­დე მი­ვი­და უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დოკუმენტური მა­სა­ლა, თუმ­ცა არა სრუ­ლი და ავ­თენ­ტუ­რი სა­ხით. სწო­რედ ეს ტექ­სტი ითარ­გმნა ქარ­თუ­ლად და, რაც ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ითარ­გმნა თარ­გმა­ნიდან. სწო­რედ ამით აიხ­სნე­ბა ჩა­ნა­წე­რე­ბის ავ­ტო­რი გო­გო­ნას სახელის შეც­ვლი­ლი ვერ­სი­ის დამ­კვიდ­რე­ბაც. Anneliese Marie Frank - ასე ერქვა გო­გო­ნას, რო­მე­ლიც ამ­სტერ­და­მის ერთ-ერთი სახ­ლის სა­ი­დუმ­ლო ნაწილ­ში თა­ვის ოჯახ­თან და ახ­ლობ­ლებ­თან ერ­თად ორ წე­ლი­წად­ზე მეტ­ხანს ემა­ლე­ბო­და ფა­შის­ტე­ბის დევ­ნას და სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც ვერ და­აღ­წია თავი.

რაც შეეხება ახალ გამოცემას, ამ ვერ­სი­ის ქარ­თველ მკი­თხვე­ლამ­დე მო­ტა­ნა­ზე იზ­რუ­ნა ცნო­ბილ­მა ბელ­გი­ელ­მა ლი­ტე­რა­ტორ­მა, ინ­გრიდ დეხრა­ვემ, რომ­ლის მონ­დო­მე­ბი­თაც 2012 წელს ქარ­თუ­ლად, პირ­ვე­ლად დედ­ნი­დან, ნი­დერ­ლან­დუ­რი ენი­დან ითარ­გმნა ანეს ჩა­ნა­წე­რე­ბის სრუ­ლი და­ზუს­ტე­ბუ­ლი და შევ­სე­ბუ­ლი ვერ­სია, რომ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბაც არის „უკა­ნა სახ­ლი - დღი­უ­რი ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­ხით“. აღნიშნული თარგმანი ნიდერლანდური ენიდან ეკუთვნის დავით ღოლიჯაშვილს. თუ წიგნის ავთენტური ვერსია თავდაპირველად შეზღუდული ტირაჟით გამოიცა, დღეს „პალიტრა L-ის“ ახალი სერიის მეშვეობით მისი გაცნობის საშუალება მკითხველთა ფართო წრეებს აქვს.

გოგონას წითელი ზოლიანი დღიური, რომელიც 1942 წლის 12 ივნისს, თავის დაბადების დღეზე მიიღო საჩუქრად, ამსტერდამში, მის სახლ-მუზეუმშია გამოფენილი. ანემ თავისი ცხოვრების ისტორიების აღწერა მანამდე დაიწყო, სანამ ფაშისტებისგან დამალვა მოუწევდათ. წითელი დღიურის შევსების მერე თავისი აზრების გადმოსაცემად რვეულებს იყენებდა.

სახლი, რომლის გასაიდუმლოებულ ადგილში ანე ოჯახთან ერთად იმალებოდა, ამსტერდამის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა.

აქ მოსახვედრად ბილეთები წინასწარ უნდა დაჯავშნოთ, შემდეგ კი გრძელ რიგში ჩადგეთ, მუზეუმის სტუმრები ისტორიას არ ივიწყებენ, ის კარგად იცის ქართველმა მკითხველმაც, რადგან ამ საკოლექციო სერიის პირველ გამოცემად სწორედ აღნიშნული ჩანაწერები შეარჩია.

დახურულ ღონისძიებაზე, რომელზე დასწრების ექსკლუზიური შესაძლებლობა მკითხველს წინასწარი შეკვეთის განხორციელების შემთხვევაში ექნება, გამომცემლები, მწერლები და ლიტერატურის მოყვარულები განიხილავენ ჩანაწერების მნიშვნელობას, ახალი გამოცემის ისტორიასა და სხვა დეტალებს.

ამ მნიშვნელოვან ლიტერატურულ ღონისძიებაზე დასასწრებად და შესაბამისად, წინასწარი შეკვეთის განსახორციელებლად მიჰყევით ბმულს.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა