ბათუმის მერი სტიქიის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი სტიქიის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოები მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე დასრულდება, რისთვისაც 15 მილიონ 659 ათასი ლარი დაიხარჯება.

„სტიქიის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია გრძელდება. კობალაძის ქუჩიდან კაჩინსკების ქუჩის წრიულამდე მონაკვეთში სანაპირო ზოლის აღდგენა მიმდინარეობს. სამუშაოებს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, ვიცე მერი ლევან დავითაძე და საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსი აკაკი ბერიძე ადგილზე გაეცნენ. პროექტის ფარგლებში განხორციელდება ნაპირსამაგრი სამუშაოები, რეაბილიტირდება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ველობილიკი და პრომენადი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ