ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გლობალურ „მშვიდობის სამიტზე“ მონაწილეობის მიღებას ყველა ის სახელმწიფო შეძლებს, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს

გლობალურ „მშვიდობის სამიტზე“ მონაწილეობის მიღებას ყველა ის სახელმწიფო შეძლებს, რომელიც ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიის პრეზიდენტთან, ვიოლა ამერდთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ღია ვართ მსოფლიოს ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს. ამიტომ, დასკვნები იმის შესახებ, თუ ვის ვიწვევთ, თავად გამოიტანეთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სურს „მშვიდობის სამიტის“ ფორმულაში ჩინეთიც ჩაერთოს.

„გვსურს, რომ გლობალური სამხრეთის ქვეყნებიც დაესწრონ. საკონსულტაციო დონეზე გამართულ ბოლო შეხვედრას 83 ქვეყანა ესწრებოდა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ რუსეთის აგრესიას მთელი მსოფლიო ეწინააღმდეგება და მთელი მსოფლიო სამართლიანი სამყაროსკენ არის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსში უკრაინული „მშვიდობის ფორმულის“ შესახებ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა დონეზე შეხვედრა გაიმართა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს