ირაკლი კობახიძე ჩინეთში ვიზიტზე - ორმხრივი ურთიერთობის ყველა განზომილება თანაბრად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, გამოითქვა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის და იმ პროცესების მიმართ, რომელიც დაკავშირებულია თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან

ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს სუვერენიტეტს, ასევე ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთიანი ჩინეთის პრინციპს, ამასთან დაკავშირებით დღეს მთავრობის საგანგებო განცხადებაც გავრცელდა. ძალიან მნიშვნელოვანია, გაღრმავდეს ეს ურთიერთობები, რომლებიც ჩამოყალიბებულია ხელისუფლებებს, მმართველ პარტიებს შორის, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომელიც დღეს მმართველი პარტიის დელეგაციასთან ერთად ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილეს, სიაო ძიეს შეხვდა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გამოითქვა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის და იმ პროცესების მიმართ, რომელიც დაკავშირებულია თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან.

მისივე თქმით, ჩინეთთან უკვე გვაქვს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, თუმცა, არსებობს ძალიან დიდი სივრცე იმისთვის, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს.

„გრძელდება ჩვენი ვიზიტი ჩინეთში, შევხვდით ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის, იგივე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს. საუბარი გვქონდა ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩინეთსა და საქართველოს შორის. ამ თანამშრომლობის საპარლამენტო განზომილებაც ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარი გვქონდა როგორც პოლიტიკური კუთხით, ისე ეკონომიკურ, კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე. ორმხრივი ურთიერთობის ყველა განზომილება თანაბრად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. შევეხეთ აბსოლუტურად ყველა მიმართულებას, გამოითქვა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის და იმ პროცესების მიმართ, რომელიც დაკავშირებულია თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა. ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს სუვერენიტეტს, ასევე ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთიანი ჩინეთის პრინციპს და ამასთან დაკავშირებით დღეს მთავრობის საგანგებო განცხადებაც გავრცელდა. ძალიან მნიშვნელოვანია, გაღრმავდეს ეს ურთიერთობები, რომლებიც ჩამოყალიბებულია ხელისუფლებებს, მმართველ პარტიებს შორის. ამას ემსახურება ვიზიტი, რომელიც ახლა მიმდინარეობს ჩინეთში. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეკონომიკური განზომილებაც. ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთთან, თუმცა, არსებობს ძალიან დიდი სივრცე იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ეს თანამშრომლობა, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები და ამისთვისაც რა თქმა უნდა, მაქსიმუმი გაკეთდება ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა