გაერო - უკრაინაში დაღუპული და დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა 26.5%-ით გაიზარდა

უკრაინაში 2023 წლის დეკემბერში, სულ მცირე, 592 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაიჭრა, რაც წინა თვესთან შედარებით 26.5 პროცენტით მეტია, - ამის შესახებ უკრაინაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ანგარიშშია აღნიშნული.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დეკემბერში მშვიდობიან მოსახლეობაში დაფიქსირებული მსხვერპლის ზრდა არღვევს 2023 წელს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის კლების ტენდენციას.

„დეკემბერში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ 29 და 30 დეკემბერს უკრაინის მასშტაბით განხორციელებული სარაკეტო და საბრძოლო მასალით თავდასხმების გაძლიერებით“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვისა და დაშავების შემთხვევების 84% და საგანმანათლებლო და ჯანდაცვის ობიექტების დაზიანების შემთხვევების 92% მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა