ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრს, ლუკ ფრიდენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

„პრემიერ-მინისტრს, ლუკ ფრიდენს შევხვდი და ლუქსემბურგის მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე, მათ შორის უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილების მიღების გამო“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან ლუქსემბურგი მიიწვია, რათა გლობალური „მშვიდობის სამიტის“ მომზადებაში თავისი წვლილი შეიტანოს.

„მე მას ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება და უკრაინისთვის პრიორიტეტული თავდაცვის საჭიროებების შესახებ ვაცნობე. განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობა, მათ შორის უკრაინისთვის ფინანსური დახმარება, გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევა და მშვიდობის ფორმულა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება