საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა გაჭიანურების პრობლემის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველომ” საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეების განხილვის გაჭიანურების გამომწვევი მიზეზების შესახებ კვლევის შედეგები და რეკომენდაციები წარმოადგინა. ორგანიზაციის ინფორმაციით, დოკუმენტი დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფთან თანამშრომლობითა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მომზადდა.

კვლევის პროცესი მოიცავდა ინტერვიუს 30-ზე მეტ პრაქტიკოსთან. გამოიკითხა 200 - მდე რესპონდენტი, მათ შორის მოსამართლეები, ადვოკატები, არბიტრები, საჯარო უწყებების იურისტები. შესწავლილ იქნა არსებული ნორმატიული რეგულაციები და გაჭიანურებული საქმეები.

“დემოკრატიის ინდექსი- საქართველოს” ხელმძღვანელის ეკატერინე ციმაკურიძის განცხადებით, სასამართლო დავების განხილვის გაჭიანურება და მოსამართლეთა გადატვირთულობა მრავალი წელია აღიარებული პრობლემაა, თუმცა აქამდე არ იყო ცნობილი ის კონკრეტული მიზეზები, თუ რა იწვევს მოქალაქეების მიერ მართლმსაჯულების დროულად მიღების შეფერხებას და მოსამართლეთა გადატვირთულობას.

კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, მაია ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ძირითადად ჭიანურდება ადმინისტრაციული და სამოქალაქო დავების განხილვა, ასევე სისხლის სამართლის საქმეები, სადაც ბრალდებულს არ აქვს შეფარდებული პატიმრობა.

ასევე, იურისტის, კახა წიქარიშვილის განცხადებით, საქმეთა გაჭიანურება სერიოზული პრობლემაა მართლმსაჯულებაში, რასაც ხელისუფლებაც აღიარებს.

“საქმეთა გაჭიანურების მიზეზები არის კომპლექსური, მაგრამ მთავარი არის ხელმძღვანელობა, მართლმსაჯულების მენეჯმენტი, ეს არის სასამართლო სისტემის მენეჯმენტი და ხელისუფლება, რომელსაც ნება არ აქვს საქმეები დაჩქარდეს. ხელისუფლებას ინტერესი არ აქვს, რომ ეს პრობლემები დარეგულირდეს კონკრეტულ სასამართლოებში. ზოგიერთ სასამართლოს ძალიან უჭირს, მაგალითად: ზუგდიდის, მცხეთის, ბათუმის სასამართლოებს. საქმეები ჭიანურდება და არ არსებობს ხედვა იმისა, თუ რა უნდა ეშველოს ამ სასამართლოებს. ამის გარდა, მოსამართლეების გადაყვანა ხდება უფრო დატვირთული სასამართლოებიდან ნაკლებად დატვირთულ სასამართლოებში. მაგალითად, წლების განმავლობაში დატვირთული სასამართლოებიდან მოსამართლეები თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაჰყავდათ, რომელიც დატვირთული არ იყო. შესაბამისად, იმ სასამართლოებში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა", - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაზე დასასწრებად მიწვეულნი იყვნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, მოსამართლეები და საქართველოს პარლამენტის წევრები, თუმცა კვლევის პრეზენტაციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პარლამენტის წევრები არ მისულან.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა