შალვა პაპუაშვილი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორ რიჩარდ ნეფიუს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, შალვა პაპუაშვილმა უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.

„მან, აგრეთვე, მიმოიხილა საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და საერთაშორისო რეიტინგები, რომლებიც საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სათანადოდ ასახავს.

რიჩარდ ნეფიუმ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასა. მისი თქმით, კორუფციასთან ბრძოლა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი პრიორიტეტია და ეს მიმართულება მნიშვნელოვანია, რათა დემოკრატია მაქსიმალურად კარგად ფუნქციონირებდეს. მან აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის მიზანია ხელი შეუწყოს დიალოგსა და გამოცდილების გაზიარებას კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს კორუფციასთან ბრძოლისა და გამჭვირვალობის გაძლიერების მიმართულებებით. რიჩარდ ნეფიუმ გამოხატა საქართველოს შემდგომი მხარდაჭერის მზაობა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა