ეკატერინე მიქაბაძე - ეროვნული ბანკი თავისი მანდატის ფარგლებში ყოველთვის ხელს შეუწყობს და წაახალისებს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას საქართველოში

ბოლო წლების განმავლობაში ფასიანი ქაღალდების ბაზარი საკმაოდ გააქტიურდა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ "გალტ & თაგარტის" მხარდაჭერით, კომპანია "აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას" მიერ მულტი-სავალუტო პროგრამის ფარგლებში ობლიგაციების პირველი და მეორე ტრანშების წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით გამართული პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ფასიანი ქაღალდების ბაზრის გააქტიურება ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოზიდვისთვის მნიშვნელოვანია.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გვაქვს. როგორც მოგეხსენებათ განხორციელდა მორიგი საჯარო შეთავაზება საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ გააქტიურდა აღნიშნული ბაზარი და ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, კორპორაციების მხრიდან ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოზიდვის თვალსაზრისით. ეროვნული ბანკი მიესალმება ასეთ დინამიკურ განვითარებას და თავის მხრივ, თავისი მანდატის ფარგლებში ყოველთვის ხელს შეუწყობს და წაახალისებს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას საქართველოში", - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მულტი-სავალუტო პროგრამის ფარგლებში ობლიგაციების პირველი და მეორე ტრანშების წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით "გალტ & თაგარტის" მხარდაჭერით, კომპანია "აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ" პრესკონფერენცია გამართა. პროგრამის ფარგლებში, კომპანიას ჯამურად გამოშვებული და განთავსებული აქვს 20 მილიონი აშშ დოლარისა და 5 მილიონი ევროს ობლიგაციები. "აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას" დარჩენილი ტრანშების ემისია 2024 წლის განმავლობაში იგეგმება.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი