რუსეთში, ბაშკირეთში სამოქალაქო აქტივისტის დაკავების გამო შეტაკებები მოხდა - პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში სამოქალაქო აქტივისტის დაკავების გამო შეტაკებები მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთში, ბაშკირეთის რესპუბლიკაში ადგილობრივ აქტივისტს, ფაილ ალსინოვს სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა.

პოლიციასა და შეკრებილ დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა, ხოლო ადგილზე მისულმა სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა.

ფაილ ალსინოვის სასამართლო პროცესი მედიისთვის დახურული იყო. სასამართლომ ალსინოვი ეთნიკური ნიშნით სიძულვილის წაქეზებაში დამნაშავედ ცნო. თავად ალსინოვი ბრალს არ აღიარებს.

„დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემს მხარდასაჭერად მოვიდა. ამას არასდროს დავივიწყებ. ჩემს დანაშაულს არ ვაღიარებ. მე ყოველთვის ვიბრძოდი სამართლიანობისთვის, ჩემი ხალხისთვის, ჩემი რესპუბლიკისთვის“, - განაცხადა ალსინოვმა სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს