ლევან დავითაშვილი დავოსში მსხვილი ამერიკული საფინანსო ინსტიტუტის Bank of America - ს დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მსხვილი ამერიკული საფინანსო ინსტიტუტის Bank of America - ს დელეგაციას შეხვდა, რომელიც დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, მათი დაძლევის გზებსა და ახალ პერსპექტივებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნის საფინანსო სექტორში არსებულ მდგომარეობაზე, ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესსა და შესაძლებლობებზე.

უწყების განმარტებით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყანას აქვს განვითარებული, მომგებიანი და მაღალლიკვიდური საბანკო სექტორი, ამავე დროს, ახორციელებს სტრუქტურულ რეფორმებს კაპიტალის ბაზრის განვითარების, საქართველოს საფინანსო ჰაბად ჩამოყალიბებისა და სხვა მრავალი მიმართულებით, რაც ასევე დამატებით პოტენციალს და სარგებელს ქმნის აღნიშნული სექტორის შემდგომი განვითარებისა და დივერსიფიკაციისთვის.

ვიცე-პრემიერმა Bank of America - ს დელეგაცია საქართველოში სამუშაო ვიზიტით მოიწვია, რომლის დროსაც შესაძლებელი იქნება ქვეყანაში არსებული ტენდენციების და შესაძლებლობების შესწავლა, ასევე შეხვედრების ჩატარება ადგილობრივი საჯარო და კერძო უწყებების წარმომადგენლებთან.

კახა გოგოლაშვილი - თუ საქართველოს მოსახლეობა შეეგუება აზრს და დაიჯერებს, რომ ჩვენ ევროკავშირში არაფერი გვესაქმება, მაშინ ევროკავშირიც შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს
„გალფის“ ქსელში ჩამსხმელი ოპერატორის სრულ სერვისს, QR თვითმომსახურების სერვისიც დაემატა
Solo-სა და Hyundai-ის ერთობლივი შეთავაზება - შეიძინეთ სასურველი ჰიუნდაი „საქართველოს ბანკის“ 0%-იანი ავტოგანვადებით