ლევან დავითაშვილი დავოსში მსხვილი ჩინური ტექნოლოგიური კომპანიის Neusoft - ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთის მულტინაციონალური კორპორაცია „ნეუსოფტის" (Neusoft) უფროს ვიცე-პრეზიდენტს ჩენ შიმენს შეხვდა. შეხვედრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის მონაწილეობის ფარგლებში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა ჩინური კორპორაციის წარმომადგენელს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები გააცნო.

უწყების განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის, ქვეყანაში საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების შემოყვანის მიზნით, მათთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებაზე, რომელიც კომპანიებს მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს (5%-იანი საშემოსავლო გადასახადი და 5%-იანი მოგების გადასახადი).

„ითქვა, რომ ამ ეტაპისთვის 100-ზე მეტი საერთაშორისო IT კომპანია ოპერირებს საქართველოში, რომლებიც საკუთარ სერვისებს საქართველოდან აწვდიან მომხმარებლებს, ამავე დროს, მათ ქვეყანაში შექმნეს ახალი სამუშაო ადგილები ადგილობრივი პერსონალისთვის.

ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს ადგილობრივი IT სექტორისთვის კადრების მომზადება - გადამზადების პროგრამებს.

ვიცე-პრემიერმა „ნეუსოფტის" დელეგაცია საქართველოში მოიწვია, რათა მათ ადგილზე შეისწავლონ საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში არსებული ვითარება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - თუ საქართველოს მოსახლეობა შეეგუება აზრს და დაიჯერებს, რომ ჩვენ ევროკავშირში არაფერი გვესაქმება, მაშინ ევროკავშირიც შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს
„გალფის“ ქსელში ჩამსხმელი ოპერატორის სრულ სერვისს, QR თვითმომსახურების სერვისიც დაემატა
Solo-სა და Hyundai-ის ერთობლივი შეთავაზება - შეიძინეთ სასურველი ჰიუნდაი „საქართველოს ბანკის“ 0%-იანი ავტოგანვადებით