შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე ბიორნ ბერგეს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ევროპის საბჭოს მიმართ სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის.

„მან ყურადღება გაამახვილა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის უკანასკნელ კონსოლიდირებულ ანგარიშზე, რომელმაც პირველად აღიარა საქართველოს რეგიონების ოკუპაცია ტერმინ „საოკუპაციო ხაზის" გამოყენებით. პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, მიმოიხილა საქართველოს პროგრესი ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით.

ბიორნ ბერგემ ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას. მან დადებითად შეაფასა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობა, რომლის შედეგადაც დღის წესრიგის პრიორიტეტულ საკითხად განისაზღვრა ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა. ბიორნ ბერგემ ისაუბრა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს მეოთხე, 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცებაზე, რომლის მეშვეობითაც ევროპის საბჭო მაქსიმუმს გააკეთებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ხელშესაწყობად.

მან, ასევე, დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროპის საბჭოს მტკიცე მხარდაჭერა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე