ევროკავშირი - თავდასხმები პაკისტანში, ერაყსა და ირანში ღრმა შეშფოთებას იწვევს - რეგიონში დესტაბილიზაციის ეფექტი აქვს

ევროკავშირი პაკისტანისა და ირანის მიერ განხორციელებული შეტევების გამო შეშფოთებულია. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

„ეს თავდასხმები, მათ შორის პაკისტანში, ერაყსა და ირანში, ევროკავშირის ღრმა შეშფოთებას იწვევს, რადგან თავდასხმები ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს და რეგიონში დესტაბილიზაციის ეფექტი აქვს“, - განაცხადა პიტერ სტანომ.

შეგახსენებთ, სამშაბათს, ირანმა პაკისტანის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევა განახორციელა, რასაც დღეს დილით, პაკისტანის მიერ საპასუხო იერიშები მოჰყვა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია