პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Alshaya Group-ის აღმასრულებელ თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Alshaya Group-ის აღმასრულებელ თავმჯდომარეს მოჰამედ ალშაიას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოჰამედ ალშაიამ პრემიერ-მინისტრს კომპანიის პრიორიტეტები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

თავის მხრივ, მთავრობის მეთაურმა მას საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოსა და სტაბილური ეკონომიკური ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს და ამ მიმართულებით კონკრეტული სფეროები განიხილეს.

ინფორმაციისთვის, Alshaya Group-ი ქუვეითის სახელმწიფოს უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც ფრენჩაიზის ოპერატორია 70-ზე მეტი საცალო ბრენდისთვის, მათ შორისაა Starbucks-ი, Mothercare-ი, H&M-ი, Debenhams-ი, American Eagle Outfitters-ი, Payless-ი და სხვ. კომპანიის პორტფოლიო მოიცავს არაერთ სექტორს: ჯანმრთელობის, სილამაზის, ავეჯის, მოდის, კვების, დასვენებისა და გართობის სექტორებს. ის მსოფლიოს მასშტაბით ათასობით მაღაზიას, კაფეს, რესტორანს, ონლაინ- და ციფრულ ბიზნესს ფლობს. Alshaya Group-ს, საცალო ოპერაციების გარდა, ათვისებული აქვს უძრავი ქონების, სამშენებლო, სასტუმროების, ავტომობილების სფეროები. კომპანიაში 46 000 ადამიანზე მეტია დასაქმებული და მისი შემოსავალი 12,7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ის ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის არაერთ ქვეყანაში ოპერირებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება