ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, სამუსიკო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა შენობის ფასადი, ინტერიერი, საკლასო ოთახები, საკონცერტო დარბაზები , საგამოფენო სივრცე ( მუზეუმი), შეიცვალა გადახურვა, ელექტრო და წყალგაყვანილობის სისტემა. რგპფ -ის მიერ დაფინანსებული პროექტის ღირებულებაა 1 341 758 ლარი.

რეაბილიტირებული სამუსიკო სკოლის გახსნას ესწრებოდნენ: ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

„ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა არამხოლოდ ჩვენი ქალაქის, არამედ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკალური სასწავლებელია.

მოხარული ვარ, რომ ასეთი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩავატარეთ. მჯერა, რომ სამუსიკო სკოლა ნებისმიერი დონის საერთაშორისო მუსიკალურ ღონისძიებას ღირსეულად უმასპინძლებს, ხოლო ამ სკოლის მოსწავლეები კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ და ქუთაისს ასახელებენ",- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

მერიის ინფორმაციით, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურის სამუსიკო სასწავლებლის გახსნის ცერემონიალი კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობდნენ სასწავლებლის აღსაზრდელები, კამერული ორკესტრი და ბავშვთა გუნდი.

ღონისძიებაზე ქუთაისის მერიამ სხვადასხვა საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები გადასცა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო