ირაკლი ღარიბაშვილი - არავითარი მესამე ძალა არ არსებობს, არსებობს ჩვენი, ქვეყნის და ხალხის მოწინააღმდეგე ძალა - „ნაციონალური მოძრაობის“ ან ახალი „ნაცმოძრაობის“, ხაზარაძისა და სხვა პატარა "ლუზერების" გაერთიანება

არავითარი მესამე ძალა არ არსებობს დღეს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს არსებობს ქვეყნის და ხალხის მოწინააღმდეგე ძალა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ ან ახალი „ნაცმოძრაობა“, როგორიცაა, „მაგალითად ხაზარაძის ან სხვა პატარა ლუზერების“ გაერთიანება.

„რაც შეეხება ხელმოცარულ ოპოზიციას და უსუსურ მცდელობას, რაღაც ახალი შესთავაზონ მოსახლეობას, კარგად ვიცით, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა. ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ხალხმა იცის, ვის რა წარსული აქვს. კარგად იციან, რომ არავითარი მესამე ძალა არ არსებობს დღეს ქვეყანაში.

არსებობს ჩვენი პოლიტიკური ძალის, საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის და ხალხის მოწინააღმდეგე ძალა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ან ახალი „ნაცმოძრაობის“, როგორიცაა მაგალითად ხაზარაძის გაერთიანება, ან სხვა პატარა ლუზერების. ისინი ცდილობენ, გაერთიანდნენ ამით გადალახონ 5-პროცენტიანი ბარიერი. ჩემთვის არ არის საინტერესო ასეთ მდგომარეობაში მყოფი ოპოზიციის მცდელობები, ჩემთვის მთავარია ქვეყანაში მშვიდობა იყოს სტაბილურობა და განვითარება“, - აღნიშნა პრემიერმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია