ირაკლი კობახიძე - ყველანაირი რესურსი გვაქვს, რომ მეტად გავზარდოთ საზოგადოების მხარდაჭერა - ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამა აგებული იქნება იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნის წინსვლასა და განვითარებასთან

უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ ჩატარებულა არცერთი სოციოლოგიური კვლევა, სადაც ჩვენ არ გვქონდა 55 პროცენტზე მეტი - ეს არის რეალური მოცემულობა, რაც დღეს გვაქვს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველ პარტიას ყველანაირი რესურსი აქვს იმისათვის, რომ საზოგადოების მხარდაჭერა კიდევ უფრო გაზარდოს, შესაბამისად, წინასაარჩევნო პროგრამა აგებული იქნება იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც ქვეყნის განვითარებას უკავშირდება.

„ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ის მხარდაჭერა, რომელიც არის საზოგადოებაში. 9 თვე არის დიდი დრო, არჩევნებამდე საკმაოდ დიდი პერიოდია დარჩენილი, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ არამხოლოდ შევინარჩუნოთ არსებული მონაცემები, არამედ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ საზოგადოების მხარდაჭერა. ამისთვის, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ და პირველ რიგში, ჩვენ უნდა წარვდგეთ საზოგადოების წინაშე ისეთი შეთავაზებებით, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ეკონომიკური წინსვლა, ეკონომიკური განვითარება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამა თავიდან ბოლომდე იქნება აგებული იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში