ირაკლი კობახიძე - უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ ჩატარებულა არცერთი სოციოლოგიური კვლევა, სადაც არ გვქონდა 55 %-ზე მეტი - ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ მხარდაჭერა, რომელიც საზოგადოებაშია

უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ ჩატარებულა არც ერთი სოციოლოგიური კვლევა, სადაც არ გვქონდა 55 პროცენტზე მეტი. ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ის მხარდაჭერა, რომელიც არის საზოგადოებაში - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, არჩევნებამდე საკმაოდ დიდი დროა და პარტიას აქვს ყველანაირი რესურსი.

„უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ ჩატარებულა არცერთი სოციოლოგიური კვლევა, სადაც არ გვქონდა 55 პროცენტზე მეტი. ეს არის რეალური მოცემულობა, რაც დღეს გვაქვს. ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ის მხარდაჭერა, რომელიც არის საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, 9 თვე არის დიდი დრო, არჩევნებამდე არის დარჩენილი საკმაოდ დიდი პერიოდი, თუმცა გვაქვს ყველანაირი რესურსი, იმისთვის, რომ არა მხოლოდ შევინარჩუნოთ არსებული მონაცემები, არამედ კიდევ მეტად გავზარდოთ საზოგადოების მხარდაჭერა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი2"- თან.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად