უკრაინის თავდაცვის ძალები დონეცკის დაბომბვასთან კავშირს უარყოფს

უკრაინის თავდაცვის ძალები დონეცკში განხორციელებულ დაბომბვაში მონაწილეობას უარყოფს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

”რუსები ავრცელებენ ინფორმაციას დონეცკის ბაზარზე თავდასხმის შესახებ. ჩვენ პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ძალებს, რომლებიც ექვემდებარებიან ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიულ დაჯგუფება „ტავრიას“, ამ შემთხვევაში არ ჩაუტარებიათ საბრძოლო სამუშაოები დესტრუქციული იარაღით. დონეცკი არის უკრაინა! რუსეთს მოუწევს უკრაინელების წართმეული სიცოცხლისთვის პასუხის გაცემა“, - აცხადებენ ოპერატიულ-სტრატეგიულ დაჯგუფება „ტავრიაში“.

შეგახსენებთ, გუშინ, დროებით ოკუპირებული დონეცკის საოკუპაციო ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკი დაბომბეს, რის შედეგადაც 27 ადამიანი დაიღუპა და ოცამდე დაშავდა.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება