მიხეილ სარჯველაძე - „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციასთან უპირატესობა ისედაც ჰქონდა, თუმცა ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებით მოცემულობა არსებითად იცვლება და არჩევნებში ჩვენი წარმატების პოტენციალი გაცილებით შთამბეჭდავი შეიძლება იყოს

„ქართულ ოცნებას“ ოპოზიციასთან უპირატესობა ისედაც ჰქონდა - ამის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილიპოლიტიკაში დაბრუნებით მოცემულობა არსებითად იცვლება და არჩევნებში „ქართული ოცნების“ წარმატების პოტენციალი გაცილებით შთამბეჭდავი შეიძლება იყოს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

როგორც სარჯველაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, ამ თვალსაზრისით ირაკლი კობახიძის რემარკა მართებულია. მისი თქმით, პასუხი ყველა იმ ოპონენტმა მიიღო, ვინც თვლის, რომ „ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით რაიმე ისეთი მიზეზი უნდა მოინახოს, რაც ივანიშვილისთვის ან ხელისუფლებისთვის რაღაც ფორმით დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს“.

„უნდა ითქვას, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, როგორც ეს მან ახსნა, ოპოზიციასთან მეტი წარმატების მიღწევის სურვილი არ განაპირობებს. მკაფიოდ აიხსნა ყველა ის ფაქტორი, რის გამოც ის პოლიტიკაში დაბრუნდა - ოპოზიცია არის იმდენად კრიტიკულად სუსტი, რომ ეს განაპირობებს იმ საჭიროებას, რის გამოც ბიძინა ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოველ ჯერზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოდიოდა, ეს ოპოზიციის ძალიან მძიმე მარცხით მთავრდებოდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს