მიხეილ სარჯველაძე - „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციასთან უპირატესობა ისედაც ჰქონდა, თუმცა ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებით მოცემულობა არსებითად იცვლება და არჩევნებში ჩვენი წარმატების პოტენციალი გაცილებით შთამბეჭდავი შეიძლება იყოს

„ქართულ ოცნებას“ ოპოზიციასთან უპირატესობა ისედაც ჰქონდა - ამის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით მოცემულობა არსებითად იცვლება და არჩევნებში „ქართული ოცნების“ წარმატების პოტენციალი გაცილებით შთამბეჭდავი შეიძლება იყოს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

როგორც სარჯველაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, ამ თვალსაზრისით ირაკლი კობახიძის რემარკა მართებულია. მისი თქმით, პასუხი ყველა იმ ოპონენტმა მიიღო, ვინც თვლის, რომ „ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით რაიმე ისეთი მიზეზი უნდა მოინახოს, რაც ივანიშვილისთვის ან ხელისუფლებისთვის რაღაც ფორმით დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს“.

„უნდა ითქვას, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, როგორც ეს მან ახსნა, ოპოზიციასთან მეტი წარმატების მიღწევის სურვილი არ განაპირობებს. მკაფიოდ აიხსნა ყველა ის ფაქტორი, რის გამოც ის პოლიტიკაში დაბრუნდა - ოპოზიცია არის იმდენად კრიტიკულად სუსტი, რომ ეს განაპირობებს იმ საჭიროებას, რის გამოც ბიძინა ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოველ ჯერზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოდიოდა, ეს ოპოზიციის ძალიან მძიმე მარცხით მთავრდებოდა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე