ოთარ არბოლიშვილმა და დავით ზაალიშვილმა 100 წლის ბორჯომელ ვლადიმერ გელაშვილს იუბილე მიულოცეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფელ ანდეზიტში მცხოვრებ ვლადიმერ გელაშვილს 100 წლის იუბილე მიულოცეს. ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ვლადიმერ გელაშვილს ბორჯომის მუნიციპალიტეტისაგან ერთჯერადად 1000 ლარი გადაეცა, ყოველთვიურად კი ის 200 ლარს მიიღებს.

„გილოცავთ 100 წლის იუბილეს! მინდა დიდხანს სიცოცხლე და მხნეობა გისურვოთ. თქვენი ღვაწლი ჩვენს ქალაქში ყოველთვის დაფასებული იქნება“, - მიმართა ვლადიმერ გელაშვილს ოთარ არბოლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს