კახა კალაძე ფონდ „ქართუს“ შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე - ეს არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული ბინძური კამპანია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ფონდი „ქართუს“ წინააღმდეგ მიმართული ნეგატიური კამპანიის ადრესატი სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილია.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ფონდის შესახებ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.

„ეს ახალი არ არის, უკვე დიდი ხანია ვიცით, რა დამოკიდებულებაა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული ბინძური კამპანია, რაც დღეს არ დაწყებულა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ ძალიან ბევრ ტყუილს და სიბინძურეს. აქვთ მცდელობა, რომ როგორმე საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, ტალახი ესროლონ ამ ადამიანს.

ყველამ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, რამდენი საქველმოქმედო პროექტი აქვს განხორციელებული, მილიარდობით დოლარი აქვთ დახარჯული მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უმნიშვნელოვანეს პროექტზე. როდესაც ხარ წარმატებული და ასეთ უმნიშვნელოვანეს საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებ, რა თქმა უნდა, არის შემოტევები, რომ როგორ დაგაზიანონ, როგორმე საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თუმცა არავის არაფერი გამოუვა“, - განაცხადა კალაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე