დიმიტრი პესკოვი - რუს დიპლომატებს დონალდ ტრამპთან უკრაინის საკითხის მოგვარების შესახებ არ უსაუბრიათ

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუს დიპლომატებსა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის უკრაინასთან დაკავშირებული სიტუაციის მოგვარების შესახებ კონტაქტები არ ყოფილა და კრემლმა არ იცის, როგორ აპირებს ის კონფლიქტის მოგვარებას.

„წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ შეიძლება ეს განხორციელდეს. ამ საკითხზე არანაირი კონტაქტები არ ყოფილა", - აღნიშნა პესკოვმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, იცის თუ არა კრემლმა, როგორ აპირებს დონალდ ტრამპი მშვიდობის მიღწევას და ყოფილა თუ არა მასსა და რუს დიპლომატებს შორის კონტაქტები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ნოემბერში, აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, უკრაინისა და ისრაელის სიტუაციას ძალიან სწრაფად მოაგვარებს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი