„ევროოპტიმისტები“ პარლამენტში ახალი კანონპროექტის წარდგენას გეგმავს, რომლითაც, სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს რამდენიმე წლით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება აეკრძალება

„ევროოპტიმისტები" პარლამენტში ახალი კანონპროექტის წარდგენას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს რამდენიმე წლით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება აეკრძალება. ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა

მისივე თქმით, ტენდერებში "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანიები იმარჯვებენ და ბიუჯეტიდან ფულს იპარავენ.

"სულ მალე ჩვენ ახალ კანონპროექტს წარვადგენთ, რომ იმ ბიზნესს, რომელიც სახელმწიფო ტენდერებში მიიღებს შეკვეთას, აეკრძალება პოლიტიკური პარტიების დაფინანსება. ყველა ტენდერი, სადაც კი ვინმე იმარჯვებს, დაკავშირებულია "ქართულ ოცნებასთან". იპარავენ ფულს. აგერ ვნახეთ, რა მოხდა, დიდუბეში, წერეთლის გამზირზე. გამოაცხადებენ 31 მილიონს და შემდეგ 50 მილიონამდე ადის ხარჯები და ბუნებრივია, აქედან ფულის საკმაო ნაწილი მიდის "ქართული ოცნების" ლეგალურ ყულაბაში, ასევე, შავ ყულაბაში. ამიტომ რამდენიმე წლით სახელმწიფო ტენდერის მომგებ კომპანიას უნდა აეკრძალოს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება," - განაცხადა გოცირიძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა