დიმიტრი პესკოვი - კიევის რეჟიმი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იერიშებს ახორციელებს

რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე უკრაინის თავდასხმების აღკვეთას ცდილობს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„კიევის რეჟიმი თავისი მანკიერი მხარის ჩვენებას განაგრძობს იმით, რომ იგი სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ურტყამს. ისინი ხალხის, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იერიშებს ახორციელებენ“, - განაცხადა პესკოვმა.

კვირას, ქალაქ დონეცკზე განხორციელებულ თავდასხმას პესკოვმა „საშინელი ტერორისტული აქტი“ უწოდა.

„რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, ჩვენი საჰაერო თავდაცვის საშუალებები, სხვა შესაბამისი უწყებები ამ ტიპის ტერორისტული თავდასხმებისგან დასაცავად შესაბამის აუცილებელ ზომებს იღებენ“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, კვირას, დროებით ოკუპირებული დონეცკის საოკუპაციო ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი დონეცკი დაბომბეს, რის შედეგად დაიღუპა 27 და დაშავდა 25 ადამიანი. მოსკოვმა დონეცკზე განხორციელებულ თავდასხმაში კიევი დაადანაშაულა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კი თავდასხმაში მონაწილეობა უარყო.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ