ვასო ურუშაძე - ირაკლი ღარიბაშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ანტიკორუფციული ბიურო შექმნეს  და არავის სჯერა, რომ გამოიძიებს კორუფციულ გარიგებებს

ირაკლი ღარიბაშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ შექმნეს საკუთარი ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც მართავს ღარიბაშვილის მიერ დასმული პირი და არავის სჯერა, რომ ეს ბიურო გამოიძიებს პრემიერ-მინისტრის, მინისტრების და ივანიშვილის კორუფციულ გარიგებებს, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

ვასო ურუშაძის განმარტებით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი საკითხი არის კორუფციის აღმოფხვრა.

„ევროკავშირის მხრიდან იყო კატეგორიული მოთხოვნა, რომ შექმნილიყო დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც სწორედ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ამხელდა მათ კორუფციულ გარიგებებში, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ არა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ანტიკორუფციული ბიურო შექმნას, არამედ შექმნეს საკუთარი ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით იმავე შენობაში უზით, რომელ შენობაშიც თვითონ არიან დაკავებულები კორუფციული გარიგებებით და იმ ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით, რომელიც საბოლოო ჯამში აზარალებს სახელმწიფოს და დღეს, მოლოდინი იმისი, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პირადად დანიშნული პირი, რომელსაც ეწოდება ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, გამოიძიებს და გამოიკვლევს ქვეყანაში პრემიერ-მინისტრის, მინისტრების, მათი მოადგილეების, ბიძინა ივანიშვილის კორუფციულ გარიგებებს, არის წარმოუდგენელი და ეს არის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი