ხობის მერია - დავით ბუკიას ინიციატივით გობელენის ნამუშევრების რესტავრაცია განხორციელდა

ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას ინიციატივით და მხარდაჭერით, ხობის კულტურის სასახლეში დაცული გობელენის ნამუშევრების რესტავრაცია განხორციელდა.

„გობელენები მეოცე საუკუნის 90-იან წლებში ხობის კულტურის სასახლეში გაჩენილი ხანძრისა და დროის ზემოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული.

ნამუშევრების აღდგენაზე საქართველოს ხელოვნების სასახლის მეცნიერ-თანამშრომელმა, რესტავრატორმა ნათია ქულუაშვილმა იმუშავა. ერთ-ერთი გობელენი, რომლის ზომები 9,80 Х 2,95 მეტრია, ასახავს ცნობილ მითს არგონავტების შესახებ. ნამუშევრები ხობის კულტურის სასახლის ფოიეშია გამოფენილი და მისი დათვალიერება 23 იანვრიდან იქნება შესაძლებელი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს