ლევან ბეჟაშვილი და ანა წითლიძე ნორვეგიის პარლამენტის წევრს და PACE - ნორვეგიის დელეგაციის ხელმძღვანელს ინგრიდ შოუს შეხვდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი და საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ანა წითლიძე ნორვეგიის პარლამენტის წევრს და PACE - ნორვეგიის დელეგაციის ხელმძღვანელს ინგრიდ შოუს შეხვდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ინფორმაციით, პარტიის ლიდერებს ერთი კვირის განმავლობაში ექნებათ მაღალი რანგის შეხვედრები სხვადასხვა დასავლელ ლიდერებთან.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, სესიის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების და ევროსაბჭოს ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან.

„შეხვედრების მთავარი თემაა საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა და გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობასთან, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ორგანიზების აუცილებლობასთან, რუსულ ოლიგარქიულ მმართველობასა და სახელმწიფოს მიტაცებასთან”, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ანა წითლიძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას.

“დღეს შევხვდით ნორვეგიის პარლამენტის წევრს და PACE - ნორვეგიის დელეგაციის ხელმძღვანელს ინგრიდ შოუს, ვისაუბრეთ მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობაზე და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ვთხოვეთ გრძელვადიანი სადამკვირებლო მისიის უზრუნველყოფა ნოვერგიიდან და გვითხრეს, რომ 2024 წლის არჩევნები იქნება ძალიან დიდი დაკვირვების ქვეშ”, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ