პაატა მანჯგალაძე „ხალხის ძალაზე“ - ხალხს სჭირდება ცვლილებები, რეფორმები და ესენი გაბოროტებული დედაბერივით წყევლიან ყოველდღე საქართველოს - უნდათ, საზოგადოებაში დაძაბულობა შემოიტანონ

ხალხს სჭირდება ცვლილებები, რეფორმები და ესენი გაბოროტებული დედაბერივით წყევლიან ყოველდღე საქართველოს, - ასე გამოეხმაურა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე, „ხალხის ძალის” მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას.

მანჯგალაძის განმარტებით, „ხალხის ძალას” უნდა, რომ საზოგადოებაში დაძაბულობა შემოიტანონ, რაშიც არ აჰყვებიან.

„არც მინდა ამ სისულელეზე კომენტარის გაკეთება. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ის ენა არ გამოვიყენო, რომელიც დაძაბულობას გაზრდის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ხალხი სხვა რამით დაკავდეს. ხალხს სჭირდება ცვლილებები, რეფორმები და ესენი გაბოროტებული დედაბერივით წყევლიან ყოველდღე საქართველოს. არ ავყვეთ ამ ხალხს ამაში, არც მოვუსმინოთ, არც წავიკითხოთ, იმიტომ რომ ყველა არის საინფორმაციო დივერსია და ამაში აყოლა ჩვენ არ გვინდა, ჩვენ გვინდა, რომ ერთმანეთს შევეჯიბროთ საქმის კეთებასა და აღმშენებლობაში. ჩვენ ეს პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. მათ უნდათ რომ საზოგადოებაში დაძაბულობა შემოიტანონ, რაშიც არ ავყვებით”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა