თინა ბოკუჩავა - აუცილებელია, 5%-იანი საარჩევნო ბარიერი ყველა პროდასავლურმა პარტიამ გადალახოს - ამისთვის პარტიათა გამსხვილება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია

აუცილებელია, 5%-იანი საარჩევნო ბარიერი ყველა პროდასავლურმა პარტიამ გადალახოს - ამისთვის პარტიათა გამსხვილება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, - ასეთია ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას პოზიცია.

როგორც ბოკუჩავამ ამ კონტექსტში აღნიშნა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში არც ერთი ოპოზიციური ხმა არ უნდა დაიკარგოს, რაც იმდენად პრინციპული საკითხია, რომ ყველა პოლიტიკურ და პერსონალურ ამბიციებზე მაღლა უნდა დადგეს.

მისივე თქმით, მთავარი ამოსავალი წერტილია არჩევნებში გამარჯვება და არა პარტიული ხმების დათვლა.

„გამოვთქვამ იმედს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, ლიდერი და პოლიტიკოსი საკუთარი ელექტორალურ პოტენციალთან დაკავშირებით იქნება რეალისტური და გადაწყვეტილებებს დაჯგუფებებთან და კოალიციებთან დაკავშირებით აქედან გამომდინარე მიიღებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების ხმები საარჩევნო შედეგებში აისახოს, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულმა ოპოზიციურმა პარტიამ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი გადალახოს, ოპოზიციური ხმები არ გაიფლანგოს და ის "ქართულმა ოცნებამ" არ მიიტაცოს. ეს არის მთავარი ამოცანა - დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა პარტია ამ ამოცანიდან გამომდინარე იმოქმედებს.

ეს არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები, სადაც ქვეყნის ბედი წყდება - დარჩება საქართველო რუსეთის ამარა ივანიშვილის ხელში თუ მოიპოვებს გამარჯვებას, თავისუფლებას და ევროპულ მომავალს კოალიციური ხელისუფლების პირობებში.

იმედი მაქვს, რომ ამ კოალიციურ ხელისუფლებაში შევა ყველა, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი ყველა პროდასავლურმა პარტიამ გადალახოს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე