ლევან ხაბეიშვილი - ჩვენ გვყავს კონსულტანტებიც, მეგობრებიც, ინერვიულოს რუსულმა პარტიამ - ანტონ ობოლაშვილი, თალაკვაძე და ვიღაცებიც 2015 წელს „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყვნენ

ჩვენ გვყავს კონსულტანტებიც, მეგობრებიც, ინერვიულოს რუსულმა პარტიამ. აუცილებლად მოგებისთვის ვიბრძოლებთ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილი გამოეხმაურა მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებებს პიარ კონსულტანტ როზნერთან დაკავშირებით, რომელიც 2012 წელს “ნაციონალური მოძრაობის” პიარ კონსულტანტი იყო, წელს კი “ლელოს” უწევს მომსახურებას. ხაბეიშვილის თქმით, თავის დროზე ანტონ ობოლაშვილი და თალაკვაძეც “ნაციონალურ მოძრაობაში” იყვნენ.

“ჩვენი კონსულტანტები არიან ამერიკელები და ბრიტანელები, თქვენს მიერ ნახსენებ სახელზე და გვარზე წარმოდგენა არ მაქვს. ჩვენ გვყავს კონსულტანტებიც, მეგობრებიც, ინერვიულოს რუსულმა პარტიამ, აუცილებლად მოგებისთვის ვიბრძოლებთ. ანტონ ობოლაშვილი, თალაკვაძე და ვიღაცები 2012 წელს “ნაციონალურ მოძრაობაში” იყვნენ და დღეს “ქართულ ოცნებაში” არიან, რაზე მელაპარაკებით ახლა, ვინ როდის, ვისი კონსულტანტი იყო,” - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში