გიორგი ტყემალაძე - ფონდ „ქართუს“ მიმართ თქვენი განცხადებები უსაფუძვლოა და დანაშაულია

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან ფონდ „ქართუს“ მიმართ წაყენებულ ბრალდებებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ოპონენტებს არ სურთ თვალი გაუსწორონ სიმართლეს, არ უნდათ აღიარონ, თუ რა მასშტაბის საქმიანობა აქვს გაწეული ფონდ „ქართუს“ დედაქალაქში.

„მათ ხომ ძალზე კარგად უწყიან, თუ რამდენი უმნიშვნელოვანესი ობიექტი გადაარჩინა ფონდმა, თუმცა ამას ჯიუტად არ აღიარებენ. ვფიქრობ, რომ მეტი პასუხისმგებლობა უნდა გქონდეთ. ჩვენი ქალაქისთვის არაერთი ისტორიულად უმნიშვნელოვანესი ობიექტი არის გადარჩენილი ფონდ „ქართუს“ მიერ. ესენია: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებითაც ძალიან ვამაყობთ, სპორტული ინფრასქტრუქტურის მიმართულებით განხორციელებული საქველმოქმედო პროექტები, ასევე ჯანდაცვისა და გარემოსდაცვითი საქველმოქმედო პროექტები. მე არ მახსენდება ჩვენი ოპონენტებიდან არავინ, დადებით კონტექსტში ერთხელ მაინც რომ ეთქვას რაიმე ამ პროექტებთან დაკავშირებით. ეს კი, მიუხედავად პოლიტიკური განწყობებისა თუ სიმპატიებისა, არის უპასუხისმგებლობა და დანაშაული ჩვენი ქალაქის მიმართ“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ აქვე აღნიშნა, რომ ოპოზიციას სიმართლის მოსმენა არ სურს.

„რეალობა რაც არის, უნდა ითქვას. თქვენ სიმართლეს თვალს არ უსწორებთ“, - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია