ამბროლაურში მრავალფუნქციური ცენტრი შენდება

მდინარე კრიხულას სანაპიროზე, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული როლის გაზრდის მიზნით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაიწყო.

ინფორმაციას ამის შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტით გათვალისწინებულია ქალაქ ამბროლაურის, ურბანული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საპარკინგე ადგილების (სადაც მოეწყობა ელექტრომობილების დასამუხტი აპარატები), საგამოფენო სივრცეებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა.

„პროექტი, ასევე, ითვალისწინებს გარე განათების, გამწვანების სამუშაოების განხორციელებას, ადაპტირებული გარემოს შექმნას შშმ პირებისთვის, მაღალსიჩქარიანი უფასო ინტერნეტ კავშირის ხელმისაწვდომობას, საფეხმავლო სივრცეების, სკვერის და რეკრეაციული ზონის მოწყობას.

საგამოფენო სივრცეებში მოეწყობა ადგილობრივი მსუბუქი რეწვის ნიმუშების გამოფენა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. შედეგად სხვადასხვა პროფესიის და გამოცდილების მქონე ადამიანებს საშუალება მიეცემათ ისარგებლონ აღნიშნული სივრცეებით, რაც უზრუნველყოფს, ამბროლაურის, როგორც რეგიონის ცენტრის ფუნქციური როლის გაზრდას.

მშენებლობის გახსნის ღონისძიებას, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან - ზვიად მხეიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან ასლან საგანელიძესთან ერთად ესწრებოდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა