ცაგერის მუნიციპალიტეტის, სოფელ წიფერჩის ახალ აშენებულ საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის, სოფელ წიფერჩის ახალ აშენებულ საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში მოეწყო კომფორტული სასწავლო-სააღმზრდელო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები.

ინფორმაციის თანახმად, საბავშვო ბაღი სრულად აღიჭურვა განახლებული ინვენტარით.

„იგი სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის და 30 აღსაზრდელზეა გათვლილი. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. დასრულებული პროექტი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ, მაჟორიტარ დეპუტატთან, გოჩა ენუქიძესთან და ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა. ბავშვებს, მშობლებს და პედაგოგებს განახლებულ სივრცეში სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. აღსანიშნავია, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ასევე დაგეგმილია 5 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელდება. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე