დავით მათიკაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ხალხს სახლიდან პანჩურით ყრიდნენ, მამუკა ხაზარაძემ კი საკუთარ გულში ჩაიხედოს, ვინ ვის როგორ ასახლებდა

საქართველოს კონსტიტუცია იცავს როგორც პირის უფლებებს, ასევე საკუთრების უფლებას! – „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს საჯარო რეესტრის ამონაწერის წარდგენა იყო საკმარისი და ხალხს სახლიდან პანჩურით ყრიდნენ, - ამის შესახებ გამოსახლებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილმა, ასევე, „ლელოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს მიმართა, „საკუთარ გულში ჩაიხედოს, ვინ ვის როგორ ასახლებდა“.

„ეს არის ძალიან მძიმე ვითარება. ზოგადად, მძიმე მოცემულობაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. ასეთ დროს ყველა პირის კონსტიტუციური უფლება მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. როგორც ვიცით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აღსრულების პროცესი გადადო. გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გარკვეული პროცედურები დაიწყო - სახელმწიფო ყველა მიმართულებით ყველა პირის ინტერესის მაქსიმალურად დაცვას ცდილობს, ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ კონსტიტუცია იცავს როგორც პირის უფლებებს, ასევე იცავს საკუთრების უფლებას. საკუთრების უფლების დაცვის საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია! „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არა თუ კანონითა და სასამართლოს ძალით, ეს ყველაფერი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით წყდებოდა. არსებობდა შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ბრძანება, რომლის მიხედვით, საკმარისი იყო პირს საჯარო რეესტრის ამონაწერი წარედგინა და ხალხს სახლიდან პანჩურით ყრიდნენ - იმ პერიოდში არც სასამართლო მოქმედებდა და არც არანაირი დაცვის მექანიზმი არსებობდა. დღეს კანონმდებლობა აბსოლუტურად შეცვლილია - მსგავსი რამ რომ განხორციელდეს, აუცილებელია სასამართლო გადაწყვეტილებები. ყოველგვარ მორალურ ღირებულებას არის დაცილებული დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია. გუშინ ხელისუფლებაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ თითქოს კანონმდებლობაა მძიმე და ის უნდა შეიცვალოს... ყველამ საკუთარ სინდისს შეხედოს და საკუთარ გულში ჩაიხედოს, ვინ ვის როგორ ასახლებდა - კონკრეტული კომერციული ბანკის ლიდერებს ვგულისხმობ, რომლებიც დღეს ახალგამომცხვარ პოლიტიკურ ლიდერებად გვევლინებიან. ამ საკითხში ამინდის ჩართვა პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ საკაზმითა და დაცინვით არის აღსავსე საკუთარი ხალხისა და ქვეყნის მიმართ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ