ლევან ბეჟაშვილი და ანა წითლიძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი და საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

პარტიის ცნობით, შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებსა და საპარლამენტო ფრაქციებთან იმართება, მათ შორის, შვედეთის, ლიეტუვის და ნორვეგიის დელეგაციებთან.

„შეხვედრები გაიმართა ევროპის სახალხო პარტიის (EPP), ევროპელი კონსერვატორების და ლიბერალური დემოკრატიული ალიანსის (ალდე) წარმომადგენლებთან.

სესიაზე განხილული იქნა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის საკითხი, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და მისი ჯანმრთელობის უზრუნველყოფა. სესიაზე ასევე, განიხილეს ევროკავშირში გაწევრიანება, ევროკომისიის ცხრა დათქმის შესრულება და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს