ლევან ბეჟაშვილი და ანა წითლიძე სტრასბურგში „ევროპელი კონსერვატორებისა და დემოკრატიული ალიანსის“ თავმჯდომარეს შეხვდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი და საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, ანა წითლიძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეაში, „ევროპელი კონსერვატორებისა და დემოკრატიული ალიანსის“ თავმჯდომარეს, იან ლიდელი-გრეინჯერს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანა წითლიძის განცხადებით, მთავარი განსახილველი საკითხები იყო მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და საერთაშორისო დამკვირვებლები.

„შევხვდით ევროპელი კონსერვატორებისა და დემოკრატიული ალიანსის თავმჯდომარეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეაში - იან ლიდელი-გრეინჯერს.

მთავარი განსახილველი საკითხები იყო მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და საერთაშორისო დამკვირვებლები”, - წერს ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს